სასწავლო პროექტი



ხახულის კარედი–მუზეუმის მშვენება




2. პროექტის მთავარი იდეა: ხელოვნება კაცობრიობის ემოციური მეხსიერებაა. იგი გულგრილს ვერავის დატოვებს, მითუმეტეს თუ ხელოვნების ნაწარმოები მსოფლიო მნიშვნელობისაა. ხახულის ხატი ტიხრული მინანქრის ყველაზე დიდი ნიმუშია მსოფლიოში. მოსწავლეებს სასგაუძლიერდებათ ეროვნული სიამაყის გრძნობა, გაუჩნდებათ საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უკეთ შესწავლის ინტერესი.

3. პროექტის აქტუალობა: ხახულის კარედი, იგი თავადაა „მუზეუმი“–ხატი ასზე მეტი მინანქრის ფირფიტითაა შემკული. მოსწავლეები შეისწავლიან ქართული ტიხრული მინანქრის ტექნიკას, მის უნიკალურ ძეგლს–ხახულის ხატს, შეიძენენ თანამშრომლობის, კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობის, კვლევა–ძიების უნარ–ჩვევებს.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ხახულის ხატის შესახებ (რატომ უწოდებენ მას ამ სახელს , სად იყო თავდაპირველად დაბრძანებული, საიდან გაიტაცეს რუსეთში და როდის დააბრუნეს საქართველოში )
მოსწავლეები შეისწავლიან შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ტექნიკას;
შეაგროვებენ ინფორმაციას შუა საუკუნეების ქართული და ბიზანტიური მინანქრის თავისებურებების შესახებ;
განუვითრდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება– დამუშავების, თანამშრომლობის, კომუნიკაციური უნარ–ჩვევები;

5. მონაწილეთა ასაკი: 14 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდეუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
სასწავლო პროექტი განთავსდება ბლოგზე, შეიქმნება პროექტის საინფორმაციო ფურცელი; მოსწავლეებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოწიწება, სიყვარული და ინტერესი უნიკალური ექსპონატების მიმართ; გაუჩნდებათ სურვილი მათ შესახებ ინფორმაციის მოძიების, მათი ცქერის;

8. პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მე–8 კლასი – ნ. კუნჭულია, ენციკლოპედია ტომი მე –11; ლ. ხუსკივაძე ,,შუა საუკუნეების ტიხრული მინანქარი“ , ისტ;

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პირველი აქტივობა: გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეების მიერ საინტერესო თემების დასახელება, პროექტის თემის არჩევა.
მეორე აქტივობა:საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება მიზნობრივი გადანაწილებით მასწავლებლის მიერ. ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება.
მესამე აქტივობა: ჯგუფების მოძიებული მასალების გადახედვა, ინსტრუქტაჟის მიცემა. 
მეოთხე აქტივობა: პროდუქტის პრეზენტაცია კლასის წინაშე.
მეხუთე აქტივობა: პროექტის შემაჯამებელი შეფასება. შეფასების სქემა იხილეთ ქვემოთ
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
დავალებასთან შესაბამისობა
ვერ მოაგროვა ინფორმაცია, არ შეესაბამება დავალებას
მოიპოვა მცირე ინფორმაცია, მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს
მოიპოვა საკმარისი ინფორმაცია, მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
მოიპოვა ამომწურავი ინფორმაცია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
ჯგუფური მუშაობა
გაუჭირდა ჯგუფში მუშაობა, გაუბედავია
არ ცდილობს ინიციატივა გამოიჩინოს ჯგუფში მუშაობის დროს, იშვათდ ერთვება დისკუსიაში
ეხმარება ჯგუფს, მონაწილეობს დისკუსიებში, ინიციატივას იჩენს ჯგუფური მუშაობის დროს
აქტიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, პატივს სცემს სხვების აზრს, ლოგიკურად მსჯელობს და აზროვნებს
პრეზენტაცია
პრეზენტაციის თემა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს. დაბნეულია და გაუგებრად საუბრობს, უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტი
ცდილობს დააინტერესოს აუდიტორია, მაგრამ თემა არ არის კარგად დამუშავებული
თემა საინტერესოდ არის გაშუქებული, მაგრამ შეინიშნება მცირე ხარვეზები, იყენებს ვიზუალურ მასალას
მოძიებული აქვს საინტერესო დამატებითი მასალა, აუდიტორიას თავდაჯერებულად მიმართავს, იყენებს ვიზუალურ მასალას, პრეზენტაციის დასაწყისი და დაბოლოება ეფექტურია
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული
დასახული მიზანი მინიმალურად არის მიღწეული, გათვალისწინნებულია ზოგიერთი მოთხოვნა
მიზანი მიღწეულია, მოთხოვნა გათვალისწინებულია, მაგრამ შეინიშნება მცირე ხარვეზები
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული


მეექვსე აქტივობა:  სასწავლო წლის ბოლოს ექსკურსიის დაგეგმვა საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

10. საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტი, ისტორია
ისტორია–მოსწავლე განსაზღვრავს თავის ადგილს მსოფლიოში კულტურული  რეალობების გათვალისწინებით, გამოუმუშავდება საკუთარი და სხვა კულტურების, ასევე მათი წარმომადგენლების მიმართ პატივისცემა და შემწყნარებლობა;
როდესაც მოსწავლე შუა საუკუნეების საქართველოს კულტურას მიმოიხილავს, აუცილებლად ისაუბრებს ხახულის ხატის შესახებ;

11. პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა კორიფაძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: l.korifaze@gmail.com

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:   lkorifaze.blogspot.com